ეკოლოგიური და სოციალური პოლიტიკა / ეკოლოგიური მენეჯმენტი

ეკოლოგიური მენეჯმენტი


ეკოლოგიური მენეჯმენტი

სს „ხრამჰესი I” -ის პასუხისმგებლობაა, საკუთარი ქმედებებით არ გამოიწვიოს გარემოზე ზეგავლენა, უწყვეტად გააუმჯობესოს და დახვეწოს ბუნების დაცვის სისტემა. 

საზოგადოებას შემუშავებული და დანერგილი აქვს ეკოლოგიური მართვის სისტემა ეკოლოგიური მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 14001:2015 შესაბამისად. ამ მიზნებისთვის დამტკიცებულ იქნა ასევე სს „ხრამჰესი I“-ის ეკოლოგიური პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად გეგმასა და მიმართულებებს ეკოლოგიურ შედეგებთან მიმართებაში. აღნიშნული პოლიტიკა წარმოადგენს საფუძველს ეკოლოგიური მიზნების და ამოცანების დადგენისთვის.

2021 წელს სპეციალიზირებული კომპანიის მიერ ჩატარებულ იქნა საზოგადოების ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის აუდიტი და გაცემულ იქნა ISO 14001:2015 საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის სერთიფიკატი.

სს „ხრამჰესი I“-ს სტრატეგიული მიზნები გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დარგში

სს „ხრამჰესი I“-ს აქვს შემდეგი ეკოლოგიური მიზნები მისი მდგრადი განვითარების მიღწევის, ეკონომიკური სარგებლის და უპირატესობის მიღების, კაპიტალიზაციის გაზრდისა და ასევე რეგიონში გარემოს მდგომარეობაზე  მისი პასუხისმგებლობის აღიარებისთვის:

  • უზრუნველყოს საზოგადოების საწარმოო საქმიანობის შესაბამისობა ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ნორმატიულ მოთხოვნებთან გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და საწარმოო უსაფრთხოების დარგში;
  • უნზრუნველყოს გარემოს დაცვის მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება, საწარმოო საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის  ტექნიკურად შესაძლებელ მინიმუმამდე დაყვანა და ეკონომიკურად მიზანშეწონილ დონემდე თანადათან შემცირება;
  • უნზრუნველყოს დაბინძურების თავიდან აცილების პრიორიტეტული ღონისძიებების პრინციპის დაცვა, საწარმოო საქმიანობის რეგიონში გარემოს დაცვის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება;
  • უნზრუნველყოს აქციონერების და პროდუქციის მომხმარებლების ინტერესების დაცვა, საწარმოო საქმიანობის ეკოლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებული ეკონომიკური ხარჯების თანდათან შემცირება, ეკოლოგიური პრობლემების ეკონომიკურად ეფექტური მეთოდებით მოგვარება;
  • საზოგადოების მმართველობასა და პერსონალს შორის, აქციონერებს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოსახლეობას შორის შეთანხმების მიღწევა საზოგადოების საწარმოო საქმიანობის ეკოლოგიური უსაფრთხოების, სოციალური პასუხისმგებლობის დონის და მისი გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტურობის საკითხებში.

მისი ეკოლოგიური მიზნების მისაღწევად, საზოგადოება აწარმოებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას შემდეგი მიმართულებით:

  • ენერგოეფექტური წარმოების გაზრდა, ენერგორესურსების და ბუნებრივი რესურსების ეკონომიური გამოყენება, ტექნოლოგიური დისციპლინის დონის გაუმჯობესება;
  • საზოგადოების ეკოლოგიური მართვის ეფექტურობის განვითარება და თანმიმდევრობა, მათ შორის ბუნების დაცვის დარგში მოწინავე მეთოდების დანერგვის მეშვეობით;
  • საწარმოო ეკოლოგიური კონტროლის სისტემის შემუშავება, საწარმოო საქმიანობის ეკოლოგიური მაჩვენებლების დაგეგმვა, კონტროლი და აღრიცხვა, პერსონალის კვალიფიკაციის დონის გაუმჯობესება;
  • პრიორიტეტული გარემოსდაცვითი ღონისძიებების დანერგვა მავნე ნივთიერებების და ნარჩენების წარმოების და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, ასევე კომპლექსური, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად ეფექტური ღონისძიებების შემუშავება;
  • ეკოლოგიური ასპექტების აღრიცხვა ახალი ენერგოობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის, აღჭურვილობის მოდერნიზაციის და რეკონსტრუქციის მეშვეობით, ელექტროენერგეტიკის და ეკოლოგიის დარგში საუკეთესო გადაწყვეტების გამოყენება;
  • წყლის რესურსების მოხმარების მოცულობის შემცირება, წყლის გამოყენების აღრიცხვის ორგანიზაცია, დანაკარგების თავიდან აცილება, საინჟინრო ქსელების ექსპლუატაციისა და რემონტის ხარისხის გაუმჯობესება;
  • საწარმოო ნარჩენების სასარგებლო გამოყენების ორგანიზაცია, სახელმწიფო ორგანოებთან,  სამშენებლო, საგზაო და სოფლის მეურნეობის დარგში და ნარჩენების სასარგებლო გამოყენების გაფართოების სფეროში სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობის ორგანიზაცია და ურთიერთქმედება;
  • თუ შესაძლებელია, წარმოებიდან ეკოლოგიურად სახიფათო და მავნე ნივთიერებების და ნარჩენების მაღალი მაჩვენებლების მქონე ტექნოლოგიური პროცესების ამოღება, შეძენილი და გამოყენებული ენერგოსაწვავის, მასალების და აღჭურვილობის სპეციფიკაციების ეკოლოგიური კონტროლი;
  • საზოგადობის პერსონალის გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩართვა, პერსონალის სამუშაოს უსაფრთხო წარმოების საკითხებში მომზადება, ეკოლოგიურ საკითხებში ცოდნის დონის გაუმჯობესება;
  • საზოგადოების პერსონალის, სანარდო ორგანიზაციების, საწვავის, აღჭურვილობის და მასალების მიმწოდებლების ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ყოფაქცევის სტიმულირება;
  • ეკოლოგიური რისკების ანალიზი და შეფასება, უარყოფითი ეკოლოგიური შედეგების მქონე უბედური შემთხვევების თავიდან აცილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულება, საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
  • ბუნების და მატერიალური რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესება;
  • საზოგადოების ობიექტების, მისი ბუნებისდაცვითი საქმიანობის და საწარმოო ეკოლოგიური კონტროლის ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის გახსნილობის და ხელმისაწვდომლობის უზრუნველოფა, საწარმოო საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს დაინტერესებული მხარეების ინტერესების და მოსაზრების გათვალისწინება;
  • ეკოლოგიის დარგში აქტიური საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება, საზოგადოების საქმიანობის ეკოლოგიური მაჩვენებლების დაინტერესებული მხარეებისთვის გამჟღავნება;
  • გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების დარგში სახელმწიფო და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა;

საზოგადოება მოაგვარებს ეკოლოგიურ ასპექტებს იმ საზოგადოებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობის და დიალოგის პირობებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საზოგადოების და მთლიანი ელექტროენერგეტიკის ეკოლოგიური უსაფრთხოების დონის გაზრდაში, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებაში და საზოგადოების მდგრად განვითარებაში: პარტნიორ-საწარმოებთან, სახელმწიფო და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

სერტიფიკატი ISO.pdf

       ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა