მისამართი: საქართველო, თბილისი, ა. აფაქიძის ქ. 7
ტელეფონი: +995 (322) 330829
ფაქსი: +995 (322) 212969
სს „ხრამჰესი I“-ის ცხელი ხაზი
სს „ხრამჰესი II“ შედის ПАО „Интер РАО“-ის ჯგუფში, რომლის უპირობო პრიორიტეტს წარმოადგენს ბიზნესის გამჭვირვალობა, აქციონერთა, პარტნიორთა და თანამშრომელთა ინტერესების დაცვა, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.
„ცხელი ხაზი" - კორუფციისა და არასამართლებრივი ქმედებების სხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ინსტრუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ცნობილი გახდა:
გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ ამის შესახებ „ცხელი ხაზი“-ს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: foreign@interrao.ru
თქვენი მომართვები ოპერატიულად მიეწოდება შიდა აუდიტის, კონტროლისა და რისკების მართვის ბლოკს, რომელიც ექვემდებარება დირექტორთა საბჭოს და არ არის დამოკიდებული მენეჯმენტზე.
თქვენს მიერ მოწოდებული ფაქტების საფუძველზე ჩატარდება მათი დამოუკიდებელი შემოწმება. ამასთან, ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ მიღებული ინფორმაცია არ გახმაურდება (დაცულ იქნება ანონიმურობისა და კონფიდენციალურობის რეჟიმი).
სასურველია მიუთითოთ საკონტაქტო პირი და მასთან დაკავშირების საშუალება, მიღებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საჭიროების შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ მიღებული ინფორმაცია დადასტურდება, მასალები გადაეგზავნება კომპანიის უსაფრთხოების სამსახურსა და ხელმძღვანელობას გადაუდებელი ზომების მისაღებად.