კომპანიის შესახებ

სს «ხრამჰესი I» არის მაღალმთიანი ელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს  1000 მ. მეტ სიმაღლეზე, საქართველოს სამხრეთ–დასავლეთის ნაწილში, წალკის რაიონში, ქ. თბილისიდან  120 კმ. დაშორებით. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს 1934 წელს და ექსპლუატაციაში გაუშვეს 1947 წლის დეკემბერში. იგი შედგება 3 ჰიდროაგრეგატისგან, თითოეული 37,6 მვტ დადგმული სიმძლავრით.   

ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქ. წალკაში მდებარე წლიური რეგულირების წყალსაცავი და მისგან გამომავალი მიწისქვეშა და მიწისზედა სამძაფა სადაწნეო მილსადენები.