ხრამჰესი 2–ის დადგენილი სიმძლავრე შეადგენს 114.4 მვტ., 2 აგრეგატი: აგრეგატი №1 - 55 ათასი კვტ, აგრეგატი №2 – 59.4 ათასი კვტ. ელექტროენერგია მიეწოდება სისტემას 10/121/242 კვ. ორი ავტოტრანსფორმატორიდან (125 000 კვა) ელექტროგადამცემი ხაზით – „ალგეთა“ 220 კვ. და ელექტროგადამცემი ხაზით „გომარეთი“ 110 კვ.
ღია ქვესადგური – 10/110/220 კვ მდებარეობს ჰიდროელექტროსადგურის შენობიდან 460 მ. დაშორებით, მათი დაკავშირება ხორციელდება სალტური–სატვირთო გვირაბის მეშვეობით.
ღია გამანაწილებელი ქვესადგურიდან, კაზრეთის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მიმართულებით, გაყვანილია ელექტროგადამცემი ხაზი – 110 კვ «ტანძია“, ხოლო ქ. დმანისის მიმართულებით– ელექტროგადამცემი ხაზი „ყარაბულახი“.
2018
- #1, #2 და #3 ჰიდროაგრეგატის მიმდინარე რემონტი
- #3 ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტი
- წყალმიმღების დისკური საკეტის კაპიტალური რემონტი
- სააკუმულატორე შენობის რემონტი
- ღია მილსადენის კომპენსატორების რემონტი
- წყალმიმღების გამწმენდი სისტემის შექმნა
- 110 კვ გამთიშველების მოწოდება-შეცვლა (3 კომპლ)
- სააკუმულატორე ბატარეებისა და დამტენი მოწყობილობის მოწოდება
- სპეცტექნიკის შეძენა (კამაზი)
- სპეცტექნიკის შეძენა (ექსკავატორი)
- ავეჯის შესყიდვა
- ძალოვანი ტრანსფორმატორების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა
- საკაბელო ნახევარსართულზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა
2017
- #1 და #2 ჰიდროაგრეგატის მიმდინარე რემონტი
- #2 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური რემონტი ტურბინის მუშა თვლის შეცვლით
- #1 ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტი
- საყოფაცხოვრებო და საკანალიზაციო წყლების გამწმენდი მოწყობილობების დაპროექტება-მონტაჟი
- ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობების დაპროექტება-მონტაჟი
- ტურბინის სარეზერვო მუშა თვლის მოწოდება
- გენერატორებისა და ელექტროგადამცემი ხაზების სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სისტემის დაპროექტება
- ტურბინის სიჩქარის რეგულატორის სერვიძრავის კორპუსისა და დგუშის მოწოდება (2 კომპლექტი)
- საკუთარი მოხმარების 10 კვ, 630 კვა ტრანსფორმატორის მოწოდება
2016
- #2 და #3 ჰიდროაგრეგატის მიმდინარე რემონტი
- #1 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური რემონტი
- #1 ჰიდროაგრეგატის სტატორის ჰაერგამაციებლების მოწოდება, მონტაჟი
- #2 ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტი
- #1 შიბერული საკეტის რემონტი
- ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის რემონტი
- დროსელური საკეტების და სათავე ნაგებობის ტრანსფორმატორების შეცვლა
- #3 ჰიდროტურბინის სარეზერვო მუშა თვლის მოწოდება, მონტაჟი
2015
- #1, #2 და #3 ჰიდროაგრეგატების მიმდინარე რემონტები
- #2 ჰიდროაგრეგატის სტატორის ჰაერგამაციებლების მოწოდება, მონტაჟი
- წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების და ამწე მექანიზმების დიაგნოსტიკა
- ჰიდროაგრეგატების სიჩქარის რეგულატორის მართვის პროგრამის მოდიფიკაცია (იზოლირებულ სისტემაში სადგურის ნულიდან გაშვების მიზნით)
- წყალსაცავის ტერიტორიის შემოღობვა
- წყალსაცავის თხემის კაპიტალური რემონტი
2014
- #1 და #2 ჰიდროაგრეგატის მიმდინარე რემონტი
- #3 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური რემონტი
- #3 ჰიდროაგრეგატის სტატორის ჰაერგამაციებლების მოწოდება, მონტაჟი
- #3 შიბერული საკეტის რემონტი
- შიბერული საკეტების მართვის სისტემის დაპროექტება, მოწოდება, მონტაჟი
- შენობებისა და ნაგებობების ბეტონის სიმტკიცის გამოკვლევა
2013
- #2 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური რემონტი მუშა თვლის შეცვლით
- T-3 ძალოვანი ტრანსფორმატორის რემონტი
- 6-10 კვ დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის შენობის რემონტი
2012
- T-1 ძალოვანი ტრანსფორმატორის რემონტი
- ერთძაფა სადაწნეო მილსადენის დაზიანებული ადგილების ანტიკოროზიული დამუშავება და განათების აღდგენა
- დროსელური საკეტების მართვის სისტემის რეაბილიტაცია (პროექტირება,მოწოდება მონტაჟი)
2011
- წყალსაცავის უქმი წყალსაგდების ფარების და ამწე მექანიზმების რემონტი
- სამძაფა სადაწნეო მილსადენის ანკერებისა და შუალედური საყრდენების რემონტი
- #1 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური შეკეთება თერმოკონტროლის სისტემის აღდგენით
2010
- სამძაფა სადაწნეო მილსადენის კომპენსატორების რემონტი
- საკუთარი მოხმარების გენერატორის რემონტი
- წყალსაცავის მონიტორინგის სისტემის მონტაჟი
2009
- ჰესის შენობაში და დამხმარე ნაგებობებში სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი
- #1 და #2 სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია
- #1 და #2 შიბერული საკეტების რემონტი
2008
- ძალოვანი ტრანსფორმატორების მართვის სისტემის რეაბილიტაცია
- ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო შენობის რეკონსტრუქცია
- წყალმიმღების დახრილი და კალათისებრი ნაგავდამჭერი ცხაურის რეაბილიტაცია